ირაკლი კობახიძე – შოვთან დაკავშირებით მართლა გამოსაძიებელია ის აღვირახსნილი, ბინძური კამპანია, რომელსაც ოპოზიცია აწარმოებდა

11:36, 11.09.2023

შოვთან დაკავშირებით მართლა გამოსაძიებელია ის აღვირახსნილი, ბინძური კამპანია, რომელსაც ოპოზიცია აწარმოებდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში განაცხადა.

„ყველაფრით სპეკულირება უბრალოდ, არ შეიძლება, ეს არის სამარცხვინო. აქაც მოახერხეს მათ რაღაც სპეკულირება, ცდილობდნენ პოლიტიკური ქულების დაწერას. ეს მათ სახეს კიდევ ერთხელ აჩვენებს.
სამარცხვინოა, როდესაც ცდილობენ გამოიყენონ ტრაგედიები პოლიტიკური ქულებისთვის. ეს უბრალოდ სამარცხვინოა“,- აღნიშნა კობახიძემ.

მსგავსი