ირაკლი კობახიძე – შოკირებული ვარ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ თავდასხმით, პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვებ სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას
ღრმად შოკირებული ვარ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს.
„ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს და ჩვენ მის ყველანაირ ფორმას ვგმობთ. პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვებ სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას. ჩემი ფიქრები ახლა მის და მისი ოჯახის გვერდითაა.
ჩვენ ამერიკელი ხალხის გვერდით ვდგავართ!”,-ნათქვამია განცხადებაში.
Deeply shocked by the attack on the former 🇺🇸 President @realDonaldTrump. Violence has no place in politics, and we condemn it in all forms. I wish President Trump a swift and complete recovery. My thoughts are with him and his family. We stand together with the American people!
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) July 14, 2024