ირაკლი კობახიძე - შობა არის სიყვარულის, სიკეთის დღესასწაული, რომელთანაც დაკავშირებულია სამყაროს განახლება, მინდა, ყველას ვუსურვო სიყვარული და სიკეთე
ირაკლი კობახიძე - შობა არის სიყვარულის, სიკეთის დღესასწაული, რომელთანაც დაკავშირებულია სამყაროს განახლება, მინდა, ყველას ვუსურვო სიყვარული და სიკეთე

შობა არის დღესასწაული, რომელთანაც დაკავშირებულია სამყაროს განახლება, მინდა, ყველას ვუსურვო სიყვარული და სიკეთე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიის შემდეგ განუცხადა.

„გილოცავთ შობის დღესასწაულს. ვულოცავ სრულიად საქართველოს. შობა არის სიყვარულის დღესასწაული, სიკეთის დღესასწაული. ეს არის დღესასწაული, რომელთანაც დაკავშირებულია სამყაროს განახლება და მინდა, ყველას ვუსურვო სიყვარული და სიკეთე. კიდევ ერთხელ გილოცავთ შობის დღესასწაულს თითოეულ თქვენგანს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.