ირაკლი კობახიძე - შეთანხმების თითოეული პუნქტი შესრულდება, ეს გაცნობიერებული აქვს როგორც საპარლამენტო უმრავლესობას, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებას
ირაკლი კობახიძე - შეთანხმების თითოეული პუნქტი შესრულდება, ეს გაცნობიერებული აქვს როგორც საპარლამენტო უმრავლესობას, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებას

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ გუნდს გაცნობიერებული აქვს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის თითოეული პუნქტი უნდა შესრულდეს.

მისივე თქმით, შეთანხმების შესრულებაზე პასუხისმგებელია „ქართული ოცნების“ თითოეული წარმომადგენელი.

„შეთანხმებას ხელი მოაწერა პარტიამ. აქედან გამომდინარე, პარტიის წარმომადგენელი არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ეს დოკუმენტი შესრულდეს. მთელ გუნდს აქვს გაცნობიერებული, როგორც საპარლამენტო უმრავლესობას, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებას. ასე რომ, ამ შეთანხმების თითოეული პუნქტი შესრულდება“, – განაცხადა კობახიძემ.