ირაკლი კობახიძე – შეხვედრები დღეს დასრულებულია, დიალოგი მომდევნო პერიოდში გაგრძელდება

20:29, 14.03.2021

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრები დღეს დასრულებულია.

მისივე თქმით, დიალოგი პრემიერის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ გაგრძელდება.

„ბატონი დანიელსონის ვიზიტმა აჩვენა, რომ მისი ჩართულობა არის ძალიან პროდუქტიული, ძალიან კარგად მიყავს მას დიალოგის პროცესი, ჩვენი სურვილია, ასეთ რეჟიმში გაგრძელდეს დიალოგი და მოლაპარაკებები. ჩვენ დაველოდებით შემდეგ მისიას. მოლაპარაკებები გაგრძელდება უკვე ვიზიტის შემდეგ. შეხვედრები დღეს დასრულებულია, მომდევნო პერიოდში გაგრძელდება დიალოგი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი