ირაკლი კობახიძე შავკატ მირზიოევთან ერთად პოეტ ალიშერ ნავოის მონუმენტის გახსნას დაესწრო

15:57, 03.07.2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, უზბეკეთის პრეზიდენტთან, შავკატ მირზიოევთან ერთად, პოეტ ალიშერ ნავოის მონუმენტის გახსნას დაესწრო.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მონუმენტი თბილისში, ვარკეთილში, ალიშერ ნავოის სახელობის პარკში გაიხსნა.

„ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე და უზბეკეთის კულტურის მინისტრი ოზოდბეკ ნაზარბეკოვი. აღინიშნა, რომ მონუმენტის გახსნა საქართველოსა და უზბეკეთს შორის მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობისა და პარტნიორობის დასტურია.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოსა და უზბეკეთის მინისტრთა კაბინეტის წევრები, თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი