ირაკლი კობახიძე სენატორ რონ ჯონსონს შეხვდა
ირაკლი კობახიძე სენატორ რონ ჯონსონს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, უკრაინელ, მოლდოველ, ლიეტუველ და პოლონელ კოლეგებთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს-სენატორ რონ ჯონსონს შეხვდა.

საუბარი ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო. ყურადღება გამახვილდა ინტენსიური და კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, როგორც ორმხრივ, ასევე, მრავალმხრივ ფორმატებში.

ირაკლი კობახიძემ რონ ჯონსონს ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, ასევე, საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგი გააცნო. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველო-მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტო ასამბლეის მნიშვნელობა.

სენატორმა ხუთი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეს მტკიცე მხარდაჭერა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაუდასტურეს.