ირაკლი კობახიძე - სენაკის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე ვერც ერთმა ოპონენტმა პარტიამ ვერ გაბედა კანდიდატურის დასახელება, რადგან ძალიან კარგად ხედავენ საზოგადოების განწყობას
ირაკლი კობახიძე - სენაკის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე ვერც ერთმა ოპონენტმა პარტიამ ვერ გაბედა კანდიდატურის დასახელება, რადგან ძალიან კარგად ხედავენ საზოგადოების განწყობას

ვერც ერთმა ოპონენტმა პარტიამ ვერ გაბედა კანდიდატურის დასახელება გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ძალიან კარგად ხედავენ საზოგადოების განწყობას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“, სენაკის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, სენაკში არჩევნების მოგება პრინციპული იყო, რადგან ამ მუნიციპალიტეტში უმრავლესობის საკითხი წყდებოდა.

„ვერც ერთმა ოპონენტმა პარტიამ ვერ გაბედა კანდიდატურის დასახელება გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ძალიან კარგად ხედავენ კონტექსტს, საერთო ფონს, საზოგადოების განწყობას და აქედან გამომდინარე, იოლად მოვიპოვეთ გამარჯვება ამ არჩევნებში. ჩვენს კანდიდატს მივულოცავ გამარჯვებას. ძალიან პრინციპული იყო ჩვენთვის სენაკში არჩევნების მოგება, რადგან ამ მუნიციპალიტეტში უმრავლესობის საკითხი წყდებოდა. ამ გამარჯვებით ჩვენ ვახერხებთ უკვე სენაკის მუნიციპალიტეტში მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.