ირაკლი კობახიძე – სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორში გვაქვს რეკორდული მაჩვენებლები, ჯამურად გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა შეადგინა 15,4 მილიონი ტონა, ზრდა არის 24%
სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორში გვაქვს რეკორდული მაჩვენებლები, რაც, მათ შორის, არის გატარებული ცვლილებების შედეგი – საზღვაო ნავსადგურებში, ტერმინალებში ჯამურად გადამუშავებული ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 15,4 მლნ ტონა, ზრდა არის 24%, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმამ ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთების რაოდენობა 11 მილიონი ტონაა, ზრდა არის 13%.
„მთლიანობაში, რომ შევეხოთ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორს, გვაქვს რეკორდული მაჩვენებლები. რაც, მათ შორის, არის გატარებული ცვლილებების შედეგი. საზღვაო ნავსადგურებში, ტერმინალებში ჯამურად გადამუშავებული ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 15,4 მლნ ტონა. ზრდა არის 24%. რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთების რაოდენობა 11 მილიონი ტონაა, ზრდა არის 13%. საავტომობილო ტრანსპორტის სექტორში – 11,8 მლნ ტონა, ზრდა არის 3%. საერთაშორისო აეროპორტების მიერ გადაზიდული ტვირთების რაოდენობა არის 33,6 ათასი ტონა, ზრდამ შეადგინა 30%. ყველა მიმართულებით გვაქვს ფუნდამენტური ზრდა“, – განაცხადა კობახიძემ.