ირაკლი კობახიძე – სასამართლოს საქმეების პოლიტიზების მცდელობა ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობის პრინციპს, ტრაგიკული მოვლენაა, როცა კონკრეტული ევროპული ორგანო ამას ვერ იაზრებს

17:13, 07.10.2026

სასამართლოს საქმეების პოლიტიზების მცდელობა პირდაპირ ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობის პრინციპს. ამას როცა ვერ იაზრებს კონკრეტული ევროპული ორგანო, ეს არის ტრაგიკული მოვლენა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატებს შეეხებოდა.

კობახიძის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პოლიტიკური გავლენის მოხდენის მცდელობაა, რასაც ვერ მიაღწევენ.

„სასამართლოს საქმეების პოლიტიზების მცდელობა ეს არის ის, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობის პრინციპს. ამას როცა ვერ იაზრებს კონკრეტული ევროპული ორგანო, ეს არის ტრაგიკული მოვლენა. ისინი ცდილობენ, პოლიტიკური გავლენა მოახდინონ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რა თქმა უნდა, ამას ვერ მიაღწევენ, მაგრამ ყველაზე ტრაგიკული მოვლენაა თავისთავად ის, რომ მათ არ ესმით, არ შეიძლება პოლიტიკური ჩარევა სასამართლოს საქმიანობაში, მითუმეტეს, საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი