ირაკლი კობახიძე - საქართველოში თავისუფალი შეკრების უფლებას არ ექმნება საფრთხე და არც შეექმნება
ირაკლი კობახიძე - საქართველოში თავისუფალი შეკრების უფლებას არ ექმნება საფრთხე და არც შეექმნება

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოში თავისუფალი შეკრების უფლებას არ ექმნება საფრთხე და არც შეექმნება.

ორაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა მოძრაობა „სირცხვილიას“ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლებიც აცხადებენ, რომ 20 ივნისს გეგმავენ აქციას, რომელიც რეკომენდაციების დაცვით, დისტანცირებით ჩატარდება. მათივე ინფორმაციით, მოძრაობა „სირცხვილია“ მოუწოდებს შესაბამის სამსახურებს, თბილისის მერიას, შსს-ს, რომ უზრუნველყონ სამანქანო მოძრაობის შეზღუდვა რუსთაველის გამზირზე 20 ივნისს, 17:00 საათიდან.

„იცით, რომ ჩვენ გვაქვს კანონმდებლობა შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან, რაც გულისხმობს, მათ შორის, იმას, რომ ნებართვა არაფერზე არ გაიცემა. შედის გაფრთხილება და გაფრთხილებას ცნობად იღებს შესაბამისი სტრუქტურა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ნებისმიერი შეკრების მონაწილეებს შეუძლიათ, შეიკრიბონ და თუ იქნება რაოდენობა გზის გადაკეტვის შესაბამისი, ამ შემთხვევაში გზა გადაიკეტება. ეს არის მერიის საქმე, შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმე, მოილაპარაკებენ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, არანაირი საფრთხე თავისუფალი შეკრების უფლებას, ბუნებრივია, საქართველოში არ ექმნება და არც შეექმნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.