ირაკლი კობახიძე - საქართველოში ოლიგარქიზაციის შესახებ კანონი რომ იყოს მოქმედი, ხაზარაძე-ჯაფარიძე და სააკაშვილი-კეზერაშვილი ოლიგარქებად იქნებოდნენ აღიარებული
ირაკლი კობახიძე - საქართველოში ოლიგარქიზაციის შესახებ კანონი რომ იყოს მოქმედი, ხაზარაძე-ჯაფარიძე და სააკაშვილი-კეზერაშვილი ოლიგარქებად იქნებოდნენ აღიარებული

საქართველოში ოლიგარქიზაციის შესახებ კანონი რომ იყოს მოქმედი, ხაზარაძე-ჯაფარიძე და სააკაშვილი-კეზერაშვილი ოლიგარქებად იქნებოდნენ აღიარებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში დეოლიგარქიზაციაზე ორი მთავარი რადიკალური ოპოზიციური პარტია საუბრობს.

„დეოლიგარქიზაციაზე საუბრობენ „ნაციონალები“ და „ლელო“ – ორი მთავარი რადიკალური ოპოზიციური პარტია. შეგახსენებთ, რომ ამ თემაზე უკრაინაში არის მიღებული კანონი ოლიგარქიზაციის შესახებ და ეს რომ საქართველოში იყოს მოქმედი, ამ კანონის მიხედვით, ორივე პარტიის ლიდერები იქნებოდნენ აღიარებული ოლიგარქებად. ესენი არიან „ლელოში“ ხაზარაძე-ჯაფარიძე და „ნაცმოძრაობაში“ სააკაშვილი-კეზერაშვილი. ასე რომ, ოლიგარქები მოიკითხეთ თქვენკენ და მოემზადეთ დეოლიგარქიზაციისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.