ირაკლი კობახიძე - საქართველოში მშვიდობა იქნება და თბილისი იქნება მშვიდობის ქალაქი, ეს არის სურვილი, იგივე სურვილი გვაქვს უკრაინელი მეგობრებისთვის, სპეკულაციები არის სამარცხვინო
ირაკლი კობახიძე - საქართველოში მშვიდობა იქნება და თბილისი იქნება მშვიდობის ქალაქი, ეს არის სურვილი, იგივე სურვილი გვაქვს უკრაინელი მეგობრებისთვის, სპეკულაციები არის სამარცხვინო

საქართველოში მშვიდობა იქნება და თბილისი იქნება მშვიდობის ქალაქი, ეს არის სურვილი, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს გვაქვს თითოეული თბილისელისთვის, იგივე სურვილი გვაქვს უკრაინელი მეგობრებისთვის, სპეკულაციები არის სამარცხვინო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, გარკვეული ადამიანების ნაწილი მშვიდობას იმდენად მტრობს, სიტყვა „მშვიდობამ“ გააღიზიანა.

„რაც გუშინ მოვისმინეთ, საოცრებაა. გთავაზობთ, ერთწლიანი მორატორიუმი გამოვაცხადოთ საქართველოში მშვიდობის სადღეგრძელოზე. როგორ შეიძლება. მშვიდობის სადღეგრძელოს დალევა, როცა უკრაინაში ომია?! ეს ადამიანები იმ დონეზე კომიკურები არიან, რომ, როცა სლოგანად „მშვიდობა“ გამოგაქვს, ესეც აღიზიანებთ, როგორც ჯვარი აღიზიანებთ. ეკლესიას იმდენად მტრობენ, რომ ჯვარი აღიზიანებთ. ახლა ეს ადამიანები მშვიდობას იმდენად მტრობენ, რომ სიტყვა „მშვიდობამ“ გააღიზიანა. სინამდვილეში, მათ აღიზიანებთ არა წარწერა და სლოგანი, რაც კახი კალაძემაც განმარტა, არამედ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა აღიზიანებთ, ისინი არიან ომის პარტია. მათ პირდაპირი განზრახვა აქვთ, რასაც ვერ მალავენ. გახსოვთ, ხატია დეკანოიძის ცნობილი განცხადება, ჭიაბერაშვილის, ზურა ჯაფარიძის, ვერ მალავენ, რომ მათ სურთ ომი საქართველოში. მათ საქართველოში ომი სურთ. აქედან გამომდინარე, ისინი ებრძვიან არა სლოგანებს და წარწერას, არამედ ქვეყანაში მშვიდობას. საქართველოში მშვიდობა იქნება და თბილისი იქნება მშვიდობის ქალაქი. ეს არის სურვილი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გვაქვს თითოეული თბილისელისთვის, იგივე სურვილი გვაქვს უკრაინელი მეგობრებისთვის. სპეკულაციები არის სამარცხვინო“, – განაცხადა კობახიძემ.