ირაკლი კობახიძე - საქართველოში განხორციელებული რეფორმების შედეგად გვაქვს დიდი მიღწევები, რაც აღიარებულია ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ
ირაკლი კობახიძე - საქართველოში განხორციელებული რეფორმების შედეგად გვაქვს დიდი მიღწევები, რაც აღიარებულია ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ

საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, რომელიც დადებითად იქნა შეფასებული ვენეციის კომისიის მიერ, განხორციელებული თითოეული ცვლილება ორიენტირებულია ადამიანზე, მისთვის უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრების პირობებისა და თვითრეალიზების შესაძლებლობის შექმნაზე”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, კონსტიტუციური ცვლილებები ამყარებს დემოკრატიული, დაბალანსებული მმართველობის სისტემას და ეს არის ევროპული ტიპის საპარლამენტო რესპუბლიკური მმართველობის სისტემა.

მისი თქმით, საქართველო ახორციელებს ფუნდამენტურ რეფორმებს კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის, განათლების, მოქალაქეებზე ორიენტირებული სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბებისა და გაძლიერების მიმართულებით.

„ამ რეფორმების შედეგად, გვაქვს დიდი მიღწევებიც, რაც აღიარებულია ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. მაგალითად, საქართველო ლიდერია რეგიონსა და მთელ მსოფლიოში კორუფციასთან წინააღმდეგ ბრძოლის, კრიმინალისგან თავისუფალი და უსაფრთხო გარემოს, ბიზნესის კეთების სიმარტივის, მოქალაქეებისთვის სახელმწიფო სერვისებზე წვდომის და სხვა მიმართულებებით. ქვეყანაში მედია თავისუფალია; რამდენიმე წელია საშუალოდ 5%-ით იზრდება მთლიანი შიდა პროდუქტი, რაც ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია მთელს რეგიონში; საქართველო მიმზიდველი ქვეყანა ხდება საერთაშორისო მოგზაურებისთვისაც. 2018 წელს 8,5 მილიონი ადამიანი ეწვია ჩვენს პატარა ქვეყანას ანუ, ტურისტების რაოდენობა ორჯერ და მეტად აღემატება მოსახლეობის რაოდენობას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.