ირაკლი კობახიძე საქართველოში გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს, დიდიე ტღებიუკს შეხვდა

13:00, 10.08.2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს, დიდიე ტღებიუკს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყურადღება დაეთმო 2026-2030 წლების გაერო-ს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს განხორციელების პროცესში ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას.

„შეხვერაზე აღინიშნა, რომ ხუთწლიანი ჩარჩოშეთანხმება, ერთი მხრივ, ეროვნულ პრიორიტეტებს ეფუძნება, ხოლო მეორე მხრივ, გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნებს ასახავს.

შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობისა და გაერთიანებული ერების სააგენტოების მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას, რამაც ხელი შეუწყო ქვეყნის ინსტიტუციური შესაძლებლობებისა და თანმიმდევრული რეფორმების განხორციელებას.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება. აღინიშნა გაერო-ს მნიშვნელოვანი როლი კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვის მიმართულებით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი