ირაკლი კობახიძე - საქართველოში ფსევდოლიბერალურ ფრთას კეზერაშვილი აფინანსებს, ამორალურია ასეთი ფულის როგორც გაცემა, ასევე მიღება
ირაკლი კობახიძე - საქართველოში ფსევდოლიბერალურ ფრთას კეზერაშვილი აფინანსებს, ამორალურია ასეთი ფულის როგორც გაცემა, ასევე მიღება

საქართველოში ფსევდოლიბერალურ ფრთას კეზერაშვილი აფინანსებს ევროპელი პენსიონრების ძარცვის ხარჯზე, მანამდე ძარცვავდა ჯარსა და ბიზნესმენებს, ამორალურია არა მხოლოდ ასეთი ფულის გაცემა, არამედ ასეთი ფულის მიღებაც, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ფსევდოლიბერალურ ფრთაში შედიან პოლიტიკური პარტიები, კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები.

„საქართველოში ფსევდოლიბერალურ ფრთას კეზერაშვილი აფინანსებს ევროპელი პენსიონრის ძარცვის ხარჯზე. მანამდე ძარცვავდა ჯარსა და ბიზნესმენებს, ახლა ევროპაში პენსიონერებს ძარცვავს. შემდეგ კი ამ ნაძარცვი ფულით საქართველოში ფსევდოლიბერალურ ფრთას აფინანსებს. აქ შედიან პოლიტიკური პარტიები, კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. რა თქმა უნდა, ეს ამორალურია. ამორალურია არა მხოლოდ ასეთი ფულის გაცემა, არამედ ასეთი ფულის მიღებაც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.