ირაკლი კობახიძე – საქართველოში ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერის მაჩვენებელი 70%-ს აღემატება, ევროკავშირი ჩვენი მოქალაქეებისთვის ღირებულია, მაგრამ მათ კარგად შეუძლიათ, გაარჩიონ, როდის ამბობენ ევროპელი ბიუროკრატები სიმართლეს

23:50, 11.11.2026

საქართველოში ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა ძალიან მაღალია. ეს მაჩვენებელი 70%-ს აღემატება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლის მთავარი თემაა საქართველოს როლი ევროპის არქიტექტურაში.

მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ ამავე დროს, მათ კარგად შეუძლიათ გაარჩიონ, როდის ამბობენ ევროპელი ბიუროკრატები სიმართლეს და როდის – სიცრუეს.

„საქართველოში ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა ძალიან მაღალია. ეს მაჩვენებელი 70%-ს აღემატება. ამავდროულად, ევროპელი ბიუროკრატები მუდმივად გვესხმიან თავს, თუმცა ჩვენ არჩევნებზე კვლავ და კვლავ ხმების 50 %-ზე მეტს ვიღებთ. რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ ევროკავშირი, როგორც ასეთი, საქართველოს მოქალაქეებისთვის ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ ამავე დროს, მათ კარგად შეუძლიათ გაარჩიონ, როდის ამბობენ ევროპელი ბიუროკრატები სიმართლეს და როდის – სიცრუეს. სწორედ ამიტომ საქართველოს მოსახლეობას ამ ორი საკითხის ერთმანეთისგან გამიჯვნა ძალიან მარტივად შეუძლია”, –  აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი