ირაკლი კობახიძე - საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს რეგიონში პარტნიორებისთვის სტაბილურობის და უსაფრთხო დაკავშირებადობის უზრუნველყოფაში
საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს რეგიონში ჩვენი პარტნიორებისთვის სტაბილურობის და უსაფრთხო დაკავშირებადობის უზრუნველყოფაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას განიხილეს საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.
„საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომის ფარგლებში მქონდა ნაყოფიერი შეხვედრა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან, ალი ასადოვთან. განვიხილეთ საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები საერთო ინტერესების რიგ სფეროებში. ხაზი გავუსვით ვაჭრობისა და ეკონომიკის სექტორებში, ასევე ენერგეტიკის სფეროში, თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობას. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს რეგიონში ჩვენი პარტნიორებისთვის სტაბილურობის და უსაფრთხო დაკავშირებადობის უზრუნველყოფაში“, – წერს პრემიერი.