ირაკლი კობახიძე – საქართველოს მოლდოვა და უკრაინა მხოლოდ უარყოფით მაჩვენებლებში უსწრებენ, ღმერთმა დაგვიფაროს, ამ ყველაფერში გადავასწროთ, ჩვენი გზა არის მშვიდობის, ეკონომიკური განვითარების გზა

16:56, 07.10.2026

საქართველოს მოლდოვა და უკრაინა თუ რაიმეში უსწრებენ მხოლოდ უარყოფით მაჩვენებლებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მარტა კოსის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

კობახიძის თქმით, საქართველოს გზა არის მშვიდობის და ეკონომიკური განვითარების გზა.

„საქართველოს თუკი რაიმეში უსწრებს მოლდოვა და უკრაინა, მხოლოდ უარყოფით მაჩვენებლებში. ღმერთმა დაგვიფაროს, ამ ყველაფერში გადავასწროთ უკრაინას და მოლდოვას. ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა, ჩვენი გზა არის მშვიდობის გზა, ეკონომიკური განვითარების გზა და ამ გზას გავაგრძელებთ აუცილებლად“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ქართული მედიასაშუალების ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ „ისურვებდა, საქართველო, ქართველი ხალხის უზარმაზარი მხარდაჭერით, დღეს მოლდოვისა და უკრაინის დონეზე იყოს“.

მსგავსი