ირაკლი კობახიძე - საქართველოს ევროპულ კურსზე, ჩვენ მიერ შესრულებულ სამუშაოებზე ძალიან პოზიტიური გზავნილები გაჟღერდა, პროგრესი და წინსვლა გვაქვს
ირაკლი კობახიძე - საქართველოს ევროპულ კურსზე, ჩვენ მიერ შესრულებულ სამუშაოებზე ძალიან პოზიტიური გზავნილები გაჟღერდა, პროგრესი და წინსვლა გვაქვს

საქართველოს ევროპულ კურსზე, ჩვენ მიერ შესრულებულ სამუშაოებზე ძალიან პოზიტიური გზავნილები გაჟღერდა და როგორ სრულდება ევროკომისიის რეკომენდაციები, პრემიერმა დეტალური ანგარიში წარადგინა. აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით პროგრესი და წინსვლა გვაქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული წინსვლის გამოხატულება იყო პრემიერის ვიზიტი და გზავნილები.

„ამ მიმართულებით ძალისხმევა არათუ არ შესუსტდება, პირიქით, გაძლიერდება. მთავარია, ყველას ვაჩვენოთ, რომ ყველა კარი გახსნილია, ოპოზიციას ნებისმიერ პროცესში მონაწილეობა შეუძლია. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ. ოპოზიციის მოთხოვნებს არა მხოლოდ ვისმენთ, არამედ პროექტებში არაერთი საკითხია გათვალისწინებული და წარდგენილია საპარლამენტო განხილვისთვის. ოპოზიცია გარკვეულ პროცესებში თუ არ ჩაერთვება, ეს მათი პასუხისმგებლობაა. მთავარია, რა სჭირდება ქვეყანას, ამ ყველაფერს ფართო ჩართულობა სჭირდება. ვინმე ამ პროცესში თუ არ ერთვება, ეს მათი პასუხისმგებლობაა. თუ ისინი სამუშაო პროცესებში არ ერთვებიან, რა ვქნათ, ცალმხრივად ვერც დეპოლარიზაცია განხორციელდება და ვინმეს ვერც ვაიძულებთ, რომ პროცესში ჩაერთონ. დემოკრატიაა – ვიღაცას არ უნდა ევროინტეგრაცია, „ნაცმოძრაობას“ და ვაშაძეს 12 პუნქტის შესრულება აშკარად არ უნდათ. დემოკრატიაა და შეუძლიათ, საკუთარი საგარეო პოლიტიკური არჩევანი ჰქონდეთ, მაგრამ ჩვენი სურვილია ევროინტეგრაცია, კანდიდატის სტატუსის მიღება. მათ ეშინიათ იმის, რომ ჩვენ ქულებს დავიწერთ კანდიდატის სტატუსს თუ მოგვანიჭებენ და ა.შ. ეშინოდეთ, აქვთ საკუთარი არჩევანი, ეს ყველაფერი დემოკრატიის ნაწილია“,- განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძის თქმით, ევროკომისია ხალხს პირველ პუნქტად ეუბნება, რომ მთავარი ამოცანა დეპოლარიზაცია უნდა იყოს.

„ესენი გამოდიან და პირდაპირ ითხოვენ ისეთ რაღაცას, რაც პოლარიზაციას აღვივებს – ვადამდელი არჩევნები, საპროტესტო აქციები. ეს მგლის თავზე სახარების კითხვას ჰგავს. მათ არც დეპოლარიზაცია და არც რეკომენდაციების შესრულება არ სურთ. საქართველოში საპარლამენტი არჩევნები 2024 წელს ჩატარდება“, – აღნიშნა კობახიძემ.