ირაკლი კობახიძე - საქართველო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორია
ირაკლი კობახიძე - საქართველო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორია

საქართველო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორია, რასაც კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა.

კობახიძის თქმით, საქართველოს წელების მანძილზე შეჰქონდა წვლილი საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.

„წლების მანძილზე ჩვენი ქვეყანა აქტიურად მონაწილეობდა ნატო-ს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში, რითიც მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. თავის მხრივ, ნატო მნიშვნელოვან როლს ასრულებდა და ასრულებს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში“, – განაცხადა კობახიძემ.