სამთავრობო ცვლილებების საჭიროებას ვერ ვხედავ, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, მედია ხშირად საუბრობს მთავრობაში საკადრო ცვლილებებზე და ამ თემაზე ბევრი სპეკულაცია ვრცელდება.
„არ მაქვს არანაირი ინფორმაცია. საკადრო ცვლილებების ვერანაირ საჭიროებას ვერ ვხედავ – ახალი ჩამოყალიბებულია მთავრობის შემადგენლობა. მე თუ მკითხავთ, ამის საჭიროება არ არსებობს, თუმცა ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა. ბევრი სპეკულაცია გვესმის არა მარტო ახლა, წლების განმავლობაში ცვლილებებთან დაკავშირებით. მაგალითად, ერთი და იგივე მინისტრი მედიამ ათჯერ მაინც გადააყენა. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ვნახოთ, რას გვეტყვის მთავრობა ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.