ირაკლი კობახიძე - „სამართლიანმა არჩევნებმა“ ვერ გამოიტანა გაკვეთილი იმ წარსულიდან, რაც ჩვენ წინა არჩევნებთან დაკავშირებით გვახსოვს, მოვუწოდებთ, საქმიანობის სტანდარტი აამაღლონ
ირაკლი კობახიძე - „სამართლიანმა არჩევნებმა“ ვერ გამოიტანა გაკვეთილი იმ წარსულიდან, რაც ჩვენ წინა არჩევნებთან დაკავშირებით გვახსოვს, მოვუწოდებთ, საქმიანობის სტანდარტი აამაღლონ

„სამართლიანმა არჩევნებმა“ ვერ გამოიტანა გაკვეთილი იმ წარსულიდან, რაც ჩვენ წინა არჩევნებთან დაკავშირებით გვახსოვს, – ასე გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს.

ირაკლი კობახიძე ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებს“ საქმიანობის სტანდარტის ამაღლებისკენ მოუწოდებს.

„პარალელური დათვლის შედეგების გაყალბება იყო ერთ-ერთი მთავარი საყრდენი ოპოზიციისთვის, რომ მათ ემტკიცებინათ, რომ არჩევნები არ გაყალბდა, რაც იყო სრული ფარსი და გაყალბებულმა პივიტმა რადიკალურ ოპოზიციას ამაში ხელი შეუწყო.

სამწუხაროდ, ორგანიზაციამ აქედან დასკვნები ვერ გამოიტანა და მსგავსი ტიპის ქმედებები გრძელდება. რა თქმა უნდა, ისინი პივიტის გაყალბებას ვეღარ გარისკავენ, თუმცა „სამართლიანი არჩევნების“ ახალი ანგარიში გამოქვეყნდა, სადაც სრულიად აბსურდული ჩანაწერებია მოცემული სხვადასხვა თემაზე. „სამართლიან არჩევნებს“ მოვუწოდებთ, საკუთარი საქმიანობის სტანდარტი აამაღლონ, რაც მნიშვნელოვანია პირველ რიგში მათივე რეპუტაციისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების არაოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგის ანგარიში დღეს გამოაქვეყნა.