ირაკლი კობახიძე - „სამართლიანი არჩევნების“ საკითხთან დაკავშირებით რაიმე გამოძიება თუ იქნება, უნდა ჩატარდეს სულ მცირე ამერიკული მხარის ჩართულობით
ირაკლი კობახიძე - „სამართლიანი არჩევნების“ საკითხთან დაკავშირებით რაიმე გამოძიება თუ იქნება, უნდა ჩატარდეს სულ მცირე ამერიკული მხარის ჩართულობით

„სამართლიანი არჩევნების“ საკითხთან დაკავშირებით რაიმე გამოძიებაზე თუ იქნება საუბარი, ვფიქრობ, ასეთი სისხლის სამართლებრივი გამოძიება უნდა ჩატარდეს სულ მცირე ამერიკული მხარის ჩართულობით, სხვანაირად არა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგისას ჟურნალისტების შეკითხვაზე განაცხადა, უნდა მოიხადოს თუ არა ბოდიში ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ელენე ნიჟარაძემ.

„დელიკატური თემაა იქიდან გამომდინარე, რომ საქმე ეხება არასამთავრობო ორგანიზაციას. კიდევ უფრო დელიკატურია თემაა იმის გამო, რომ საქმე ეხება ისეთ პროექტს, რომელშიც ჩადებულია ამერიკელი და ევროპელი გადასახადის გადამხდელების ფული – ეს არის. თუ რაიმე გამოძიებაზე იქნება საუბარი, ვფიქრობ, ასეთი სიახლის სამართლებრივი გამოძიება უნდა ჩატარდეს მინიმუმ ამერიკული მხარის ჩართულობით, სხვანაირად არა“,- განაცხადა კობახიძემ

კითხვაზე, შეცვლის თუ არა შეცვლილი ხმის პარალელური დათვლა​ (PTV) მოლაპარაკებების საერთო სურათს, უმრავლესობის ლიდერი აცხადებს, რომ ობიექტური დამკვირვებლისთვის ეს მოცემულობას ცვლის, თუმცა ზოგიერთისთვის ახალმა ინფორმაციამ შესაძლოა, არც არაფერი შეცვალოს

„საუბარი იყო იმაზე, რომ გაყალბდა არჩევნები, ამ დროს აღმოჩნდა, რომ გაყალბდა ხმის პარალელური დათვლა​. ნუ გაყალბება იყო, თუ როგორ იყო, ამას სჭირდება დამატებითი ჩაღრმავება. ეს ბუნებრივია, ობიექტური დამკვირვებლისთვის მოცემულობას ცვლის, მაგრამ რამდენად არის ობიექტური დამკვირვებელი სააკაშვილი, ბოკერია ან გვარამია, ამაზე ყველას თქვენი მოსაზრება გაქვთ. რადგან მათთვის თვითმიზანი მოლაპარაკებების ჩაშლაა, შესაძლოა, ამ ახალმა ინფორმაციამ მათთვის არც არაფერი შეცვალოს. მაგრამ, თუ ვინმეა ობიექტური დამკვირვებელი და თუ ვინმე ჯანსაღად აზროვნებს, როდესაც ხედავს, რომ არჩევნების ნაცვლად სინამდვილეში PTV გაყალბდა, ამასთან დაკავშირებით თავისი დასკვნები უნდა გამოიტანოს“,- განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, მისივე თქმით, მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდისთვის რესურსი არსებობს.

„პროგრესი იყო ძალიან მნიშვნელოვანი პოზიციების დაახლოვების კუთხით, თუმცა რადიკალურმა ოპოზიციამ პირველ სხდომამდე ერთი დღით ადრე სცადა მაგიდის აყირავება, პირველ სხდომამდე სურდათ, ჩაეშალათ მოლაპარაკებები და სამწუხაროდ, ამას მიაღწიეს. თუმცა რესურსი მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის არსებობს. პირდაპირ მისწერეს ელჩებს, რომ არ უნდოდათ მეორე დღეს მოლაპარაკებებეზე მოსვლა – ეს არის აყირავება“,- განაცხადა კობახიძემ.

მისივე განცხადებით, ამავე შეხვედრაზე ელჩებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ამ მანიპულაციებში სავარაუდოდ ჩართული იყო ორი ოპოზიციური პარტია.