ირაკლი კობახიძე - სამართალდამცავთა გამართული მუშაობის დამსახურებაა, რომ კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის ოთხი მცდელობა წარმატებით აღვკვეთეთ, მადლობა თითოეულ თანამშრომელს
ირაკლი კობახიძე - სამართალდამცავთა გამართული მუშაობის დამსახურებაა, რომ კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის ოთხი მცდელობა წარმატებით აღვკვეთეთ, მადლობა თითოეულ თანამშრომელს

ოთხი წლის განმავლობაში კონსტიტუციური წყობილების შეცვლის მცდელობა იყო ხუთი, აქედან ოთხი იყო ძალადობრივი. პირველ რიგში სწორედ სამართალდამცველი ორგანოების გამართული მუშაობის დამსახურებაა, რომ ჩვენ ეს ოთხი ძალადობრივი მცდელობა წარმატებით აღვკვეთეთ, მადლობა ეკუთვნის სამართალდამცველი უწყებების თითოეულ თანამშრომელს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, სახელმწიფო მომავალშიც მაქსიმალურად იზრუნებს სამართალდამცველი ორგანოების ღირსების დაცვაზე და თანამშრომლების პირობების მუდმივ გაუმჯობესებაზე.

„კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას ყველა სამართალდამცველ უწყებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თითოეულ პოლიციელს, განსაკუთრებით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თითოეულ თანამშრომელს, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, ყველა შესაბამის უწყებას და შესაბამის თანამშრომლებს, რომლებმაც 2022-2025 წლებში წარმატებით აღკვეთეს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის ოთხი ძალადობრივი მცდელობა. შეგახსენებთ, რომ ოთხი წლის განმავლობაში ასეთი მცდელობა იყო ხუთი, აქედან ოთხი იყო ძალადობრივი. პირველ რიგში სწორედ სამართალდამცველი ორგანოების გამართული მუშაობის დამსახურებაა ის, რომ ჩვენ ეს ოთხი ძალადობრივი მცდელობა წარმატებით აღვკვეთეთ და კიდევ ერთხელ მადლობა ეკუთვნის სამართალდამცველი უწყებების თითოეულ თანამშრომელს. მადლობა მათ და ყველას ვუსურვებ წარმატებებს. სახელმწიფო მომავალშიც მაქსიმალურად იზრუნებს სამართალდამცველი ორგანოების ღირსების დაცვაზე და თანამშრომლების პირობების მუდმივ გაუმჯობესებაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.