ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილმა ევროპაში ვიზიტებთან დაკავშირებით თუ სიმართლე თქვა, გამოდის, რომ კონსტიტუცია დაურღვევია

13:39, 14.03.2022

საქართველოს პრეზიდენტმა ევროპაში ვიზიტებთან დაკავშირებით თუ სიმართლე თქვა, გამოდის, რომ კონსტიტუცია დაურღვევია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძეს სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ჰკითხეს. როგორც პრეზიდენტმა წლიური ანგარიშის დროს აღნიშნა, მას ევროპაში სამუშაო ვიზიტებზე უარი ეთქვა და ამის გამო პირადი შეხვედრები გამართა.

„ეს თუ მართალია, რაც თქვა პრეზიდენტმა, გამოდის, რომ კონსტიტუცია დაურღვევია. ამ საკითხში გავერკვევით“,- განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, ადანაშაულებს თუ არა პრეზიდენტს ტყუილში, კობახიძე პასუხობს:

„თუ მართალი თქვა და სავარაუდოდ, მართალი თქვა, დაურღვევია კონსტიტუცია, გავარკვევთ“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი