ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილის ემოციური მდგომარეობა არამდგრადია და შეგვიძლია, თანავუგრძნოთ
ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილის ემოციური მდგომარეობა არამდგრადია და შეგვიძლია, თანავუგრძნოთ

სალომე ზურაბიშვილის ემოციური მდგომარეობა არის არამდგრადი და შეგვიძლია, თანავუგრძნოთ მას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილის ოთხი პარასკევი აქვს დარჩენილი და მისი ემოციური განცხადებები არ არის გასაკვირი.

„სალომე ზურაბიშვილის ემოციური მდგომარეობა არის არამდგრადი და შეგვიძლია, თანავუგრძნოთ მას. მას აქვს დარჩენილი ოთხი პარასკევი და ამ ფონზე მისი ემოციური განცხადებები არავისთვის არის გასაკვირი. მისი განცხადებით, პოლიციელები იყვნენ ნარკოტიკული თრობის ქვეშ და მოძალადე მომიტინგეები იყვნენ სრულიად ფხიზლები. ყველამ დაინახა, ვინ იყო ფხიზელი და ვინ არ იყო ფხიზელი ამ დღეების განმავლობაში ამ მიტინგებზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.