ირაკლი კობახიძე - საკუთარ მეგობრებს მონებს ეძახდნენ, კარვები არ აიღეს, დოკუმენტს ხელს არ აწერენ, შარლ მიშელს აქცია მოუწყვეს, ეს მიუთითებს, რომ რეალურად ანტიდასავლური ძალები არიან
ირაკლი კობახიძე - საკუთარ მეგობრებს მონებს ეძახდნენ, კარვები არ აიღეს, დოკუმენტს ხელს არ აწერენ, შარლ მიშელს აქცია მოუწყვეს, ეს მიუთითებს, რომ რეალურად ანტიდასავლური ძალები არიან

თბილისში შარლ მიშელი იყო ჩამოსული და არათუ არ მივიდნენ, შარლ მიშელს აქცია მოუწყვეს პრეზიდენტის სასახლესთან, ეს არის შეთანხმების წინააღმდეგ წასვლა, რაც მიუთითებს, რომ რეალურად ანტიდასავლური პოლიტიკური ძალები არიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის იმ წარმომადგენლების ქმედება, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ და პროცესებში მონაწილეობას არ იღებენ, შეთანხმების წინააღმდეგ წასვლაა.

„ეს არის შეთანხმების წინააღმდეგ წასვლა. ვხედავთ არაერთ ფაქტს, რომელიც უპირისპირდება როგორც შინაარსს, ასევე სულისკვეთებას იმ შეთანხმების, რომელსაც ხელი მოვაწერეთ. მათ შორის, ვნახეთ, რომ გუშინ, საკუთარ მეგობრებს, ოპოზიციონერებს აქცია დაუპირისპირეს და მონებს ეძახდნენ, კარვები არ აიღეს, დოკუმენტს ხელს არ აწერენ. თბილისში შარლ მიშელი იყო ჩამოსული და იქაც კი, არათუ არ მივიდნენ, შარლ მიშელს აქცია მოუწყვეს პრეზიდენტის სასახლესთან. რა თქმა უნდა, ეს არის შეთანხმების წინააღმდეგ წასვლა, რაც მათ ბუნებაზე და იმაზე მიუთითებს, რომ რეალურად, ესენი არიან ანტიდასავლური პოლიტიკური ძალები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.