ირაკლი კობახიძე - საკმაოდ ახლოს ვართ იმ პირობასთან, რასაც ჰქვია „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დასრულება ამ ქვეყანაში, მათი მდგომარეობა დღეს ძალიან მძიმეა
ირაკლი კობახიძე - საკმაოდ ახლოს ვართ იმ პირობასთან, რასაც ჰქვია „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დასრულება ამ ქვეყანაში, მათი მდგომარეობა დღეს ძალიან მძიმეა

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება და სურვილი იყო „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დასრულება. „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ იგულისხმება არა მხოლოდ შესაბამისი პარტიები, არამედ შესაბამისი „ენჯეოებიც“. ვფიქრობ, ყველაფერი ვითარდება სწორი მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ქართველი ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

კითხვა შეეხებოდა გავრცელებულ ინფორმაციას გიორგი კანდელაკის არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან საზოგადოებისთვის დახმარების თხოვნის შესახებ.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს ყველაფერი ბოლოდროინდელი მოვლენების შედეგია.

„ეს არის ალბათ ბოლოდროინდელი მოვლენების შედეგი და ამ ყველაფრის გაგრძელება. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება და სურვილი იყო „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დასრულება და ამ კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ იგულისხმება არა მხოლოდ შესაბამისი პარტიები, არამედ შესაბამის „ენჯეოებიც“. ვფიქრობ, ყველაფერი ვითარდება სწორი მიმართულებით. საკმაოდ ახლოს ვართ იმ პირობასთან, რასაც ჰქვია „ნაცმოძრაობის“ დასრულება ამ ქვეყანაში. ვხედავთ, რომ მათი მდგომარეობა დღეს არის ძალიან მძიმე, მთავარია, პროცესები გაგრძელდეს ისე, როგორც ახლა გრძელდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.