ირაკლი კობახიძე - სახელმწიფოს აქვს უფლება, შეზღუდოს სავაჭრო, სამოქალაქო ურთიერთობები უცხოელებთან, მაგრამ ასეთი შეზღუდვა ვერ გავრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე
ირაკლი კობახიძე - სახელმწიფოს აქვს უფლება, შეზღუდოს სავაჭრო, სამოქალაქო ურთიერთობები უცხოელებთან, მაგრამ ასეთი შეზღუდვა ვერ გავრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე

სახელმწიფოს აქვს უფლება, შეზღუდოს სავაჭრო, სამოქალაქო ურთიერთობები უცხოელებთან, უცხოურ კომპანიებთან, მაგრამ ასეთი შეზღუდვა ვერ გავრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე და ქართულ კომპანიებზე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სანქციათა რეჟიმების შესრულების წესთან დაკავშირებული ძველი კანონი საკუთრების უფლებასა და უდანაშაულობის პრეზუმფციასთან წინააღმდეგობაში იყო.

„ჩვენი კონსტიტუციით დაცულია ორი ძირითადი უფლება, საკუთრების უფლება და უდანაშაულობის პრეზუმფცია. ორივესთან იყო წინააღმდეგობაში, განსაკუთრებით უდანაშაულობის პრეზუმფციასთან, მაგრამ ასევე საკუთრების უფლებასთან. რაც შეეხება დისკრიმინაციას, ეს არ არის რელევანტური, სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება, შეზღუდოს სავაჭრო, სამოქალაქო ურთიერთობები უცხოელებთან და უცხოურ კომპანიებთან. ეს მისი სუვერენული უფლებაა, მაგრამ ასეთი შეზღუდვა ვერ გავრცელდება ვერც საქართველოს მოქალაქეებზე და ვერც ქართულ კომპანიებზე. აქედან გამომდინარე, სამართლებრივად ყველაფერი არის წელში გამართული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.