ირაკლი კობახიძე – საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით უამრავი სპეკულაცია, ერთკვირიანი ისტერიკა იყო, რასაც არავითარი საფუძველი არ ჰქონდა

14:39, 01.02.2024

საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით უამრავი სპეკულაცია იყო.

მისივე თქმით, თავდაცვის მინისტრის გარდა, სხვა მინისტრი არ შეიცვლება. როგორც კობახიძემ განმარტა, ჯუანშერ ბურჭულაძე საკუთარი სურვილით ტოვებს თანამდებობას.

„მინისტრებთან, საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით უამრავი სპეკულაცია იყო, თითიდან გამოწოვილი სპეკულაცია. სრული აბსურდი. ამას, მინდა, ხაზი გავუსვა. ერთკვირიანი ისტერიკა იყო თითიდან გამოწოვილი სპეკულაციებით, რასაც არავითარი საფუძველი არ ჰქონდა. ყველა მინისტრს შევთავაზე თანამდებობაზე დარჩენა, ერთადერთი, საკუთარი, პირადი მოსაზრებებიდან გამომდინარე, თავდაცვის მინისტრს სურდა სხვა სფეროში გადანაცვლება, რასაც, რა თქმა უნდა, ანგარიში გავუწიეთ. ეს იყო ჩემი პოზიცია, ეს პოზიცია დამყარებულია იმაზე, რომ მთავრობის, სამთავრობო გუნდის საქმიანობა, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, იყო თითოეული მინისტრის დამსახურება. არავინ შეიცვლება. ესეც იყო იმ სპეკულაციების გაგრძელება, რასაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვისმენდით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი