ირაკლი კობახიძე, საფრანგეთის პრეზიდენტის მიწვევით, პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიწვევით, პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სამიტზე, რომლის თანათავმჯდომარეები იქნებიან საფრანგეთი და გერმანია, მთავარი განსახილველი თემებია მეცნიერება, კვლევა, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხები.
საქართველოს მთავრობის მეთაური ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელსაც საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სამიტის მონაწილე ლიდერების პატივსაცემად გამართავს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში არიან ვიცე-პრემიერები, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.