ირაკლი კობახიძე - „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ დაწყებული აქვს საარჩევნო კამპანია, რისი ნიშნებიც პირდაპირ იკვეთება
ირაკლი კობახიძე - „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ დაწყებული აქვს საარჩევნო კამპანია, რისი ნიშნებიც პირდაპირ იკვეთება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დაწყებული აქვს საარჩევნო კამპანია, რომლის ნიშნებიც პირდაპირ იკვეთება.

მისივე თქმით, ეს კამპანია საკმაოდ ინტენსიურია.

აღნიშნული კომენტარით კობახიძე გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2018 წლიდან, შესყიდვებიდან 6 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს.

„კონკრეტული ინფორმაცია ამის შესახებ არ ვიცი, თუმცა ხედავთ, რომ ინტენსიური ფეიკ კამპანია მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ეს კამპანია არის გაშლილი და მასში სხვადასხვა სუბიექტია ჩართული. ჩვენ ძალიან ხშირად ვავლენთ მათი მხრიდან გავრცელებულ ფეიკ ნიუსებს. 99-პროცენტიანი ალბათობით დარწმუნებული ვარ, რომ ესეც ფეიკ ნიუსი იქნება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.