ირაკლი კობახიძე – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ უკვე ოფიციალურად აღიარა, რომ არის „ნაცმოძრაობის“ პარტიული დანამატი, აქედან გამომდინარე, მათ განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს

17:44, 07.10.2026

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ უკვე ოფიციალურად აღიარა, რომ ის არის „ნაცმოძრაობის“ პარტიული დანამატი, აქედან გამომდინარე, მათ განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ სამარცხვინო სპეკულაცია, არ შეიძლება, იყოს კომენტარის საგანი.

„რა შუაშია ალეკო ელისაშვილის პატიმრობა და რუსეთი? რა შუაშია ბარამიძის პატიმრობა მისი სრულიად სამარცხვინო და არალეგიტიმური განცხადებების გამო და რუსეთი? „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ უკვე ოფიციალურად აღიარა, რომ ის არის „ნაცმოძრაობის“ პარტიული დანამატი. აქედან გამომდინარე, მათ ასეთ განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი