ირაკლი კობახიძე - საარჩევნო რეფორმა უნდა განხორციელდეს თვითმმართველობის არჩევნებამდე, ამას გავაკეთებთ ჩვენი პასუხისმგებლობით, ოპოზიცია რომც არ შემოვიდეს პარლამენტში
ირაკლი კობახიძე - საარჩევნო რეფორმა უნდა განხორციელდეს თვითმმართველობის არჩევნებამდე, ამას გავაკეთებთ ჩვენი პასუხისმგებლობით, ოპოზიცია რომც არ შემოვიდეს პარლამენტში

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო და სასამართლო რეფორმის მიმართულებიოთ იმუშავებენ იმის მიუხედავად, ოპოზიცია იქნება თუ არა წარმოდგენილი პარლამენტში. 

„საარჩევნო რეფორმა უნდა განხორციელდეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, შესაბამისად, დრო ბევრი არც არის, ივნისის ბოლომდე ეს რეფორმა უნა იყოს დასრულებული, ამას გავაკეთებთ ჩვენი პასუხისმგებლობით, რომც არ შემოვიდეს ოპოზიცია პარლამენტში. რაც შეეხება სასამართლო რეფორმას, ზუსტად იგივეა ჩვენი დმაოკიდებულება, ამ შეთანხმებიდან ერთი პუნქტი ჩვენ უკვე შევასრულეთ, რაც ეხებოდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენის წესის გადასინჯვას, ეს კანონპროეტი უკვე მიღებულია და ამის შესაბამისად გაგრძელდება განხილვა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. რაც შეეხება სასამართლო რეფორმის დანარჩენ საკითხებს, აქაც ჩვენ ვიქნებით თანმიმდევრული და თითოეული პუნქტი განხორციელდება. ანუ, რაც შეეხება საარჩევნო და სასამართლო რეფორმას, ორივე მიმართულებით ჩვენ ვიმუშავებთ იმის მიუხედავად, ოპოზიცია იქნება თუ არა წარმოდგენილი პარლამენტში“, – განაცხადა კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.