ირაკლი კობახიძე - საარჩევნო ბარიერსა და ფრაქციების შექმნის საკითხებზე პარტიებს შორის სრული თანხმობაა, ცვლილებებს ყველა მხარს დაუჭერს
ირაკლი კობახიძე - საარჩევნო ბარიერსა და ფრაქციების შექმნის საკითხებზე პარტიებს შორის სრული თანხმობაა, ცვლილებებს ყველა მხარს დაუჭერს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო ბარიერსა და ფრაქციების ფორმირებასთან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიებს შორის სრული თანხმობაა, რის გამოც ამ ცვლილებებს პირველი მოსმენით ყველა მხარს დაუჭერს.

რაც შეეხება გენერალური პროკურორის არჩევის საკითხს, როგორც კობახიძე ამბობს, მსჯელობა გაგრძელდება პლენარულ ფორმატში და დისკუსიის საფუძველზე მიიღებენ გადაწყვეტილებას.

„საარჩევნო ბარიერსა და ფრაქციების შექმნის საკითხებზე სრული თანხმობაა პოლიტიკურ პარტიებს შორის და პირველი მოსმენით ყველა მხარს დაუჭერს ამ ცვლილებებს.

გენერალური პროკურორის არჩევის საკითხზე იქნება დამატებით დისკუსია პლენარულ ფორმატში და ამ დისკუსიის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, რამდენად დარჩება ეს პუნქტი პროექტში. ჩვენი არგუმენტები ცხადია. დღეს ოპოზიციის არგუმენტებს დაველოდებით. ეს არის სამართლებრივი სიმახინჯე, რომლის ასახვა კონსტიტუციაში არ შეიძლება. ეს პოზიცია მქონდა 19 აპრილის ხელმოწერისას, თუმცა მაშინ დისკუსიის ცალკეულ მონაწილეებს ჰქონდათ ხისტი პოზიცია და საბოლოო ჯამში მოგვიწია ამის ასახვა, მაგრამ როგორი სიმახინჯეც იყო მაშინ, ასეთივე სიმახინჯედ რჩება. იქიდან გამომდინარე, რომ ანულირებულია 19 აპრილის შეთანხმება, ჩვენ არ გვაქვს არავითარი ვალდებულება, ეს სიმახინჯე ავსახოთ კონსტიტუციაში. აქ არის მარტივი სამართლებრივი ლოგიკა – ისევ 76 ხმით აირჩევა გენპროკურორი ამ ცვლილებების თანხმად, ანუ, არაფერი იცვლება. არის სამი კენჭისყრა და უმრავლესობას გენპროკურორის არჩევა 76 ხმით შეუძლია. ერთი წლის ვადით მოხდება გენერალური პროკურორის არჩევა, რაც ინსტიტუტს ასუსტებს. ეს არის სამართლებრივი და არც ერთი ქვეყნის კონსტიტუცია არ ითვალისწინებს ამ საკითხს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დატოვე კომენტარი