ირაკლი კობახიძე - სააკაშვილის მოწოდება მორიგი დასტურია, რომ მათ გონებაში იხარშება რევოლუციური გეგმა, უნდა ვიყოთ ფრთხილად, რაც უფრო სუსტია ოპოზიცია, მით მეტი რისკია პროვოკაციების კუთხით
ირაკლი კობახიძე - სააკაშვილის მოწოდება მორიგი დასტურია, რომ მათ გონებაში იხარშება რევოლუციური გეგმა, უნდა ვიყოთ ფრთხილად, რაც უფრო სუსტია ოპოზიცია, მით მეტი რისკია პროვოკაციების კუთხით

მიხეილ სააკაშვილის მოწოდება მორიგი დასტურია იმისა, რომ მათ გონებაში იხარშება რევოლუციური გეგმა, რომელიც განწირულია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რაც უფრო სუსტია რადიკალური ოპოზიცია, მით უფრო მეტი რისკი არსებობს პროვოკაციების კუთხით“.

„რაც შეეხება აქციებს, გუშინ ბევრი ტყუილი უთხრეს საზოგადოებას, ატყუებდნენ მთელი დღის განმავლობაში, რომ დეპოზიტები გაეყინებოდათ, ბარათით ვერ გადაიხდიდნენ, ათასი სისულელე უთხრეს, 200 კაცზე მეტი მაინც ვერ გამოიყვანეს ქუცაში. მათ ხომ შეუძლიათ, საკუთარი მხარდამჭერები მაინც მოატყუონ, საკუთარ მხარდაჭერებსაც კი ვეღარ ატყუებენ, ამდენი ტყუილი უთხრეს, თან მძიმე შიშები უნდა შეექმნათ, ისეთ რაღაცებს ეუბნებოდნენ, 200 კაცზე მეტი ვერ მოატყუეს და ვერ გამოიყვანეს ქუჩაში. საზოგადოება ძალიან გამოცდილია უკვე და, მათ შორის, ასეთ ტყუილებსაც აღარ იღებს და ყველაფერს ძალიან კარგად ხვდება, შესაბამისად, მორიგ ჯერზე ჩავარდა ეს აქცია.

რაც შეეხება სააკაშვილის მოწოდებას, რა თქმა უნდა, ეს მორიგი დასტურია იმისა, რომ მათ გონებაში იხარშება რევოლუციური გეგმა, რომელიც განწირულია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავმშვიდდეთ. რაც უფრო სუსტია ეს რადიკალური ოპოზიცია, მით უფრო მეტი რისკი არსებობს პროვოკაციების კუთხით, ისინი სისუსტის ფონზე არიან სწორედ ყველაფერზე წამსვლელი, კაცი შეიძლება მოკლან, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, არ მოუკლავთ თუ რა. კაცი შეიძლება მოკლან იმისთვის, რომ რაღაცნაირად სცადონ აქ ვითარების ადუღება, არაფერი გამოუვათ, მაგრამ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად“, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ განაცხადა: „ხალხი უნდა იყოს მუდმივად პროტესტში, უნდა ვიყოთ ქუჩაში, თუ სახელმწიფო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, თქვენ უნდა უზრუნველყოთ მთავრობის გადადგომა“.