ირაკლი კობახიძე - სააკაშვილის დანაშაულები ყველას კარგად გვახსოვს, ეს არის ადამიანების წამება, არაადამიანური მოპყრობა, გაუპატიურება ციხეებში, ეს არის მისი რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი დანაშაული
ირაკლი კობახიძე - სააკაშვილის დანაშაულები ყველას კარგად გვახსოვს, ეს არის ადამიანების წამება, არაადამიანური მოპყრობა, გაუპატიურება ციხეებში, ეს არის მისი რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი დანაშაული

მიხეილ სააკაშვილის დანაშაულები ყველას ძალიან კარგად გვახსოვს. ეს არის ადამიანების წამება, არაადამიანური მოპყრობა, მათი გაუპატიურება ციხეებში და ციხეებს გარეთ. ეს არის დადასტურებული ფაქტი და ეს არის მისი რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი დანაშაული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრობაზე საუბარი, სპეკულაციაა.

ბიზნესის ტოტალური რეკეტიც არის მისი რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი დანაშაული. რუსეთისთვის ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ჩაბარება, ესეც არის დადასტურებული დანაშაული. ეს არის კონკრეტული დანაშაულები, რაც სააკაშვილს და მის რეჟიმს აქვს ჩადენილი. ამის იქით ვიღაცის პოლიტპატიმრობაზე საუბარი და ა.შ. არის სპეკულაციაზე ბევრად უფრო მეტი. ეს არის სამარცხვინო, პათოლოგიური ადამიანი, რომელსაც ქვეყნის წინაშე აქვს უამრავი დანაშაული ჩადენილი და რომელმაც ათიათასობით ადამიანი გააუბედურა. მარტო ათი ათას ადამიანს მისი რეჟიმის პირობებში სახელმწიფოსთვის აქვს ნაჩუქარი საკუთარი უძრავი ქონება. 2012 წლის წლის შემდეგ ნული ასეთი ფაქტი არსებობს. ან აღარ ემეტებათ საკუთარი ქონება ადამიანებს სახელმწიფოსთვის საჩუქებლად ან თავის დროზე ხდებოდა ბიზნესი ტოტალური რეკეტი. როცა ასეთ ადამიან კიდევ რაღაცებზე აქვს პრეტენზია ეს სამარცხვინოა და როდესაც ასეთი ადამიანი და მისი პარტია იღებს საქართველოში თითქმის ყოველ მესამე ხმას ესეც რაღაც უბედურებაა და ამაზე ერთად უნდა ვიმუშაოთ“, – განაცხადა კობახიძემ.

დატოვე კომენტარი