ირაკლი კობახიძე - სააკაშვილი იმდენ ტყუილს ამბობს ყველა თემასთან დაკავშირებით, რომ არ ვიცი, რა დავარქვა, „პინოქიო“ ან „ბურატინო“ უფრო მოუხდება
ირაკლი კობახიძე - სააკაშვილი იმდენ ტყუილს ამბობს ყველა თემასთან დაკავშირებით, რომ არ ვიცი, რა დავარქვა, „პინოქიო“ ან „ბურატინო“ უფრო მოუხდება

შეგიძლიათ ნახოთ, რომ 2004 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, როცა იყო სააკაშვილი ხელისუფლების სათავეში, ათი ათასობით ადამიანმა დატოვა ქვეყანა და დიდი ოდენობით შემცირდა მოსახლეობა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დინამიკის კუთხით ცვლილება იწყება 2014 წლიდან.

„2014 წლიდან იწყება დინამიკის ცვლილება და აქედან მოყოლებული, ჩვენ არ გვაქვს ვარდნა მოსახლეობის რაოდენობაში. აქაც მიხეილმა თქვა მარტივი ტყუილი. არ ვიცი, რა დავარქვა, „პინოქიო“ ან „ბურატინო“ უფრო მოუხდება, იმდენ ტყუილს ამბობს ყველა თემასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.