ირაკლი კობახიძე – სააკაშვილი აბსოლუტურად აცდენილია ყველაფერს, რაც დაკავშირებულია საღ აზრთან, ასე იყო, როცა იყო პრეზიდენტი, როდესაც გადავიდა ოპოზიციაში და დღეს მისი მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა
მიხეილ სააკაშვილი აბსოლუტურად აცდენილია უკვე ყველაფერს, რაც დაკავშირებულია საღ აზრთან. ასე იყო ის, როდესაც იყო პრეზიდენტი ცხრა წლის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი მანამდე დავით აღმაშენებელს ადარებდა თავს.
„სააკაშვილი არის ისეთი მოვლენა, რაზეც პოლიტიკოსები არ უნდა აკეთებდნენ შეფასებებს, სხვა დარგის სპეციალისტები უნდა აკეთებდნენ ასეთ მოვლენებზე შეფასებებს. ეს ადამიანი აბსოლუტურად აცდენილია უკვე ყველაფერს, რაც დაკავშირებულია საღ აზრთან. ასე იყო ის, პრინციპში, როდესაც იყო პრეზიდენტი 9 წლის განმავლობაში. ასე იყო, როდესაც გადავიდა ოპოზიციაში და დღეს მისი მდგომარეობა არის კიდევ უფრო მძიმე, ეს არის ერთადერთი შეფასება, რაც შემიძლია გავაკეთო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.