ირაკლი კობახიძე - რურუასთან დაკავშირებით დაისვა ტაქტიკური კითხვა, თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხისტად თქვეს, რომ შეთანხმებაში რიგგარეშე არჩევნების საკითხი თუ არ აისახებოდა, ისინი გამორიცხავდნენ ხელმოწერას
ირაკლი კობახიძე - რურუასთან დაკავშირებით დაისვა ტაქტიკური კითხვა, თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხისტად თქვეს, რომ შეთანხმებაში რიგგარეშე არჩევნების საკითხი თუ არ აისახებოდა, ისინი გამორიცხავდნენ ხელმოწერას

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რურუასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან მოლაპარაკებების დროს დაისვა ტაქტიკური კითხვა, რათა გაეგოთ, რა შემთხვევაში მოაწერდნენ ხელს ოპოზიციის წარმომადგენლები შეთანხმებას.

აღნიშნული განცხადებით კობახიძემ უპასუხა საქართველოს პირველი არხის გადაცემის წამყვანის კითხვას, „რამდენად მზად იყო ოპოზიცია, მოეწერა ხელი დოკუმენტზე, თუ რურუას საკითხიც ჩაიწერებოდა“.

კობახიძის თქმით, ოპოზიციის მკაფიო პოზიცია იყო, რომ თუ შეთანხმებაში რიგგარეშე არჩევნების საკითხი არ აისახებოდა, ისინი გამორიცხავდნენ ხელმოწერას.

„არჩილ თალაკვაძემ დასვა ეს კითხვა ოპოზიციის მიმართ, ეს იყო ერთგვარი ტაქტიკური კითხვა, მას სურდა ოპოზიციის განწყობის გარკვევა იმასთან დაკავშირებით, თუ რა შემთხვევაში მოაწერდნენ ისინი ხელს შეთანხმებას. რურუასთან დაკავშირებით დაისვა რეალურად ასეთი კითხვა, თუმცა მათ თქვეს ძალიან მკაფიოდ და ხისტად, რომ თუ არ აისახებოდა რიგგარეშე არჩევნების საკითხი ამ შეთანხმებაში, ამ შემთხვევაში ისინი გამორიცხავდნენ შეთანხმების ხელმოწერას. ჩვენ გვქონდა დაკონკრეტებული ჩვენი პოზიცია და ამაზე მანამდე ვისაუბრეთ მაგიდის გარშემო, მეტწილად ტაქტიკური ხასიათის იყო ეს შეკითხვა, რასაც სვამდა პარლამენტის თავმჯდომარე“, – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება კითხვას, „ტაქტიკურ კითხვაზე თუ გამოგყვებოდათ ოპოზიცია, რას აპირებდით“, – კობახიძე პასუხობს: „ჩვენ რეალურად ამით ვაჩვენეთ ოპოზიციის მხარეს რადიკალიზმის და სიხისტის ხარისხი, დარწმუნებული ვიყავით უარში და ამიტომ დაისვა ეს ტაქტიკური კითხვა“.