ირაკლი კობახიძე - რუმინეთს შეიძლება ჰქონდეს გაფართოების ინტერესი, ეს მათი საქმეა, ჩვენთვის შემაშფოთებელია უშუალოდ მოლდოვის ხელისუფლების პოზიცია, რომ მზად არის, დათმოს სუვერენიტეტი
ირაკლი კობახიძე - რუმინეთს შეიძლება ჰქონდეს გაფართოების ინტერესი, ეს მათი საქმეა, ჩვენთვის შემაშფოთებელია უშუალოდ მოლდოვის ხელისუფლების პოზიცია, რომ მზად არის, დათმოს სუვერენიტეტი

ჩვენთვის შემაშფოთებელია მოლდოვის ხელისუფლების პოზიცია, როდესაც მზად არის, დათმოს სუვერენიტეტი და მხარი დაუჭიროს დამოუკიდებლობის დათმობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბუ დაბიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს რუმინეთის განცხადებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ რუმინეთი მზად არის, მოლდოვასთან გაერთიანების საკითხი სერიოზულად განიხილოს.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველო მხარს უჭერს მოლდოვის სუვერენიტეტს.

„მოლდოვის სუვერენიტეტს ვუჭერთ მხარს, თუ თავად მოლდოველი ხალხი სხვა რამეს არ გადაწყვეტს. ზოგადად, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ შემაშფოთებელია თავად მოლდოვის ხელისუფლების დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ. რა თქმა უნდა, რუმინეთს შეიძლება ჰქონდეს გაფართოების ინტერესი, ეს მათი საქმეა. ჩვენთვის ყველაზე შემაშფოთებელია უშუალოდ მოლდოვის ხელისუფლების პოზიცია, როდესაც მზად არის, დათმოს სუვერენიტეტი და მხარი დაუჭიროს დამოუკიდებლობის დათმობას. ეს თავისთავად ყველაფერზე მეტყველია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.