ირაკლი კობახიძე - როგორც კი ქართული პოლიტიკა გათავისუფლდება კრიმინალებისგან, როგორებიც არიან სააკაშვილი, გვარამია და სხვები, მაშინვე გავხდებით სრულად ევროპული ქვეყანა, ეს აუცილებლად მოხდება
ირაკლი კობახიძე - როგორც კი ქართული პოლიტიკა გათავისუფლდება კრიმინალებისგან, როგორებიც არიან სააკაშვილი, გვარამია და სხვები, მაშინვე გავხდებით სრულად ევროპული ქვეყანა, ეს აუცილებლად მოხდება

დღეს ჩვენ ქვეყანას აკლია ძლიერი პოლიტიკური სისტემა, სადაც ოპოზიცია არის ასეთი სუსტი და ასეთი უშინაარსო, ბუნებივია, შორს არის იმ სტანდარტებიდან, რაც არის ჩამოყალიბებული ევროპის ქვეყნებში, თუმცა ესეც გამოსწორდება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, როგორც კი კიმინალები წალვენ პოლიტიკიდან, ოპოზიცია გაძლიერდება და გაჯანსაღდება.

„დღეს მკითხეს ჟურნალისტებმა, რა აკლია ჩვენ ქვეყანას, რათა გავხდეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. აკლია ძლიერი პოლიტიკური სისტემა, სადაც ოპოზიცია არის ასეთი სუსტი და ასეთი უშინაარსო, ბუნებივია, არის შორს იმ სტანდარტებიდან, რაც არის ჩამოყალიბებული ევროპის ქვეყნებში, თუმცა ესეც გამოსწორდება. ოპოზიცია გაძლიერდება, გაჯანსაღდება, როგორც კი კიმინალები წალვენ პოლიტიკიდან და ეს საბოლოო ჯამში აუცილებლად მოხდება, რადგან ჩვენ ვართ ევროპულ ქვეყანაში, საქართველოში, არ შეიძლება დიდხანს იყვნენ კრიმინალები პოლიტიკაში. როგორც კი ქართული პოლიტიკა გათავისუფლდება კრიმინალებისგან, როგორებიც არიან დღეს ნახსენები სააკაშვილი გვარამია და სხვები, მაშინვე ჩვენ გავხდებით სრულად ევროპული ქვეყანა, ეს აუცილებლად მოხდება. ჩვენ ტრაიდიცულად, ისტორიულად ვართ შინაარსით ევროპული ქვეყანა და ჩვენთვის შინაარსობრივად და ორგანულად მიუღებელია ის, რომ სააკაშვილი, გვარამია და სხვები დღეს არიან ქართული პოლიტიკის ნაწილი, ეს არის სამწუხარო მოვლენა“, – განაცხადა კობახიძემ.