ირაკლი კობახიძე - როდესაც სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ წაგებულ ომს ზეიმობდნენ, მაშინ ნიკოლა სარკოზი რუსული აგრესიის შესაჩერებლად ღამეს ათენებდა
ირაკლი კობახიძე - როდესაც სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ წაგებულ ომს ზეიმობდნენ, მაშინ ნიკოლა სარკოზი რუსული აგრესიის შესაჩერებლად ღამეს ათენებდა

იმ დროს, როდესაც სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ ზეიმობდნენ წაგებულ ომს, მაშინ ნიკოლა სარკოზი ღამეს ათენებდა, რათა შეეჩერებინა საქართველოში რუსული აგრესია და დაეცვა ჩვენი ქვეყანა, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის შესახებ.

მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ეს განცხადება კიდევ ერთხელ ცხადყოფს მის დამოკიდებულებას იმ ყველაფრის მიმართ, რაც საქართველოში 2008 წლის აგვისტოში ხდებოდა.

„ზოგადად, ალბათ არც ღირს ამის კომენტირება. უბრალოდ აღვნიშნავ, რომ იმ დროს, როდესაც სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ ზეიმობდნენ წაგებულ ომს, მაშინ ნიკოლა სარკოზი ღამეს ათენებდა, რათ შეეჩერებინა საქართველოში რუსული აგრესია და დაეცვა ჩვენი ქვეყანა. ეს არის ნიკოლა სარკოზის წვლილი ჩვენი ქვეყნის წინაშე. მიხეილ სააკაშვილი როდესაც ასე საუბრობს მასზე, ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს მის დამოკიდებულებას იმ ყველაფრის მიმართ, რაც ხდებოდა საქართველოში 2008 წლის აგვისტოში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.