ირაკლი კობახიძე - როდესაც რადიკალები საუბრობენ ევროპაზე, ეს არის ისეთივე ფარისევლობა, როგორც გუშინ ჰქონდათ გულზე დახატული ამბროსი ხელაიას ფოტო, მათში გაცოცხლებულია ბოლშევიკური სული
ირაკლი კობახიძე - როდესაც რადიკალები საუბრობენ ევროპაზე, ეს არის ისეთივე ფარისევლობა, როგორც გუშინ ჰქონდათ გულზე დახატული ამბროსი ხელაიას ფოტო, მათში გაცოცხლებულია ბოლშევიკური სული

სიმართლეა ის, რომ ეს არის არა რუსული კანონი, არამედ ამერიკული კანონი და შესაბამისობაში მოყვანილი ადამიანის უფლებებთან და შესაბამის სტანდარტებთან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„მთავარი არის სიმართლე. სიმართლე არის ის, რომ ეს არის არა რუსული კანონი, არამედ ამერიკული კანონი და ისიც – შესაბამისობაში მოყვანილი ადამიანის უფლებებთან და შესაბამის სტანდარტებთან. ეს არის სიმართლე. ყველაფერი დანარჩენი არის ტყუილი. მე არ ვიტყვი, ვინ ტყუის და ვინ არ ტყუის. ყველაფერი დანარჩენი არის ტყუილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ფარისევლობაა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დასავლეთზე საუბრობენ.

„საუბარი გვქონდა დღეს ბოლშევიზმზე და ფაშიზმზე, ხომ?! სერგო ორჯონიკიძეებზე, გიგლა ბერბიჭაშვილებზე და ეს არის მათი მეთოდები. აქედან ჩანს, რომ როდესაც ეს ადამიანები, რადიკალები, ნაციონალები საუბრობენ ევროპაზე, დასავლეთზე, ეს ყველაფერი არის ზუსტად ისეთივე ფარისევლობა, როგორც გუშინ ჰქონდათ გულზე დახატული ამბროსი ხელაიას ფოტო. ეს არის ფარისევლობა. სინამდვილეში, მათ არაფერი აქვთ ახლო არც ევროპასთან, არც დასავლეთთან. ისინი არიან ჩვეულებრივი ბოლშევიკები, მათში არის გაცოცხლებული ბოლშევიკური სული, სერგო ორჯონიკიძეების სული. აქედან გამომდინარე, მოქმედებენ ისინი სწორედ ბოლშევიკური და ფაშისტური მეთოდებით, თუმცა მათ ეს გასდიოდათ 2012 წლამდე და არ გაუვათ, რა თქმა უნდა, ახლა, გამომდინარე იქედან, რომ საქართველო არის სახელმწიფო“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.