ირაკლი კობახიძე - როდესაც ორგანიზაცია „ევროპული პლატფორმა დემოკრატიული არჩევნებისთვის“ არის მთავარი საარჩევნო ფეიკის მფარველი, მის განცხადებას ვერავითარი ფასი ვერ ექნება
ირაკლი კობახიძე - როდესაც ორგანიზაცია „ევროპული პლატფორმა დემოკრატიული არჩევნებისთვის“ არის მთავარი საარჩევნო ფეიკის მფარველი, მის განცხადებას ვერავითარი ფასი ვერ ექნება

კონკრეტული გამყალბებელი, ვინც გადადგა გაყალბების გამო, დაასაქმა სწორედ „ევროპულმა პლატფორმამ დემოკრატიული არჩევნებისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, როდესაც ეს ორგანიზაცია არის მთავარი საარჩევნო ფეიკის მფარველი, მის განცხადებას ვერავითარი ფასი ვერ ექნება.

„ეს არის ის ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებლობას იზიარებს თავის დროზე მთავარ ფეიკზე, რაც უკავშირდებოდა ქართულ არჩევნებს, ეს არის ე.წ. PVT-ის, პარალელური დათვლის შედეგების გაყალბება. ასეთ პირობებში ასეთი ორგანიზაციის განცხადებას არ აქვს არავითარი ფასი. შეგახსნებეთ, რომ კონკრეტული გამყალბებელი, ვინც გადადგა გაყალბების გამო, დაასაქმა სწორედ ამ ორგანიზაციამ. ასეთ პირობებში, როდესაც ეს ორგანიზაცია არის მთავარი საარჩევნო ფეიკის მფარველი, მის განცხადებას ვერავითარი ფასი ვერ ექნება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.