ირაკლი კობახიძე - რობერტა მეცოლასთან გვქონდა საქმიანთან ერთად, ძალიან მეგობრული შეხვედრა, მისი მხრიდან ძალიან პოზიტიური განწყობა დაფიქსირდა ჩვენი ქვეყნის მიმართ
ირაკლი კობახიძე - რობერტა მეცოლასთან გვქონდა საქმიანთან ერთად, ძალიან მეგობრული შეხვედრა, მისი მხრიდან ძალიან პოზიტიური განწყობა დაფიქსირდა ჩვენი ქვეყნის მიმართ

ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, ქალბატონ რობერტა მეცოლასთან გვქონდა, საქმიანთან ერთად, ძალიან მეგობრული შეხვედრა, ძალიან პოზიტიური განწყობა დაფიქსირდა მისი მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, რობერტა მეცოლას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ, საბოლოო ჯამში, საქართველოს ჰქონდა პროგრესი კანდიდატის სტატუსის მიღების კუთხით და ამისთვის მას მადლობა გადაუხადა.

„მას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ, საბოლოო ჯამში, ჩვენ გვქონდა პროგრესი კანდიდატის სტატუსის მიღების კუთხით, მას მადლობა გადავუხადეთ და ვისაუბრეთ ყველა იმ თემაზე, რაც დაკავშირებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაღრმავებასთან. რაც შეეხება ასოცირების საბჭოს, კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, ძალიან კარგი, დადებითი შეფასებები მოვისმინეთ ჩვენ, არა მხოლოდ ოფიციალურ ნაწილში, არამედ დახურულ რეჟიმშიც, ამ საბჭოს მიმდინარეობასთან, შინაარსთან დაკავშირებით, მათ შორის, პირველ რიგში, ბატონი ბორელის მხრიდან. ეს არის რეალურად ის სურათი, რომელიც იყო ამ საბჭოზე, იყო ძალიან პოზიტიური, საქმიანი, პროდუქტიული შეხვედრა, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.