ირაკლი კობახიძე - რადიკალურმა ოპოზიციამ, მასთან დაკავშირებულმა არასამთავრობოებმა სტატუსზე გადაწყვეტილება პოლარიზაციის გაღრმავების მცდელობისთვის გამოიყენეს, მადლობა საზოგადოებას, რომ ეს სწორად შეაფასა
ირაკლი კობახიძე - რადიკალურმა ოპოზიციამ, მასთან დაკავშირებულმა არასამთავრობოებმა სტატუსზე გადაწყვეტილება პოლარიზაციის გაღრმავების მცდელობისთვის გამოიყენეს, მადლობა საზოგადოებას, რომ ეს სწორად შეაფასა

შარშან რადიკალურმა ოპოზიციამ, მასთან დაკავშირებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიასაშუალებებმა ევროპული სტრუქტურების გადაწყვეტილება ქვეყანაში ვითარების არევისა და პოლარიზაციის გაღრმავების მცდელობისთვის გამოიყენეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძის განცხადებით, მადლობას უხდის ქართულ საზოგადოებას, რომელმაც, მისი თქმით, შარშან ყველაფერი სწორად შეაფასა და ანტისახელმწიფოებრივი მიზნებით მოქმედ ძალებს ქვეყანაში ვითარების არევის შესაძლებლობა არ მისცა.

„გვინდა, შეგახსენოთ, რომ შარშან რადიკალურმა ოპოზიციამ, მასთან დაკავშირებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიასაშუალებებმა ევროპული სტრუქტურების გადაწყვეტილება ქვეყანაში ვითარების არევისა და პოლარიზაციის გაღრმავების მცდელობისთვის გამოიყენეს. ამ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, ყველაზე მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობის გადადგომასაც კი ითხოვდნენ.

კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ქართულ საზოგადოებას, რომელმაც მაშინ ყველაფერი სწორად შეაფასა და ანტისახელმწიფოებრივი მიზნებით მოქმედ ძალებს ქვეყანაში ვითარების არევისა და მშვიდობის დარღვევის შესაძლებლობა არ მისცა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.