ირაკლი კობახიძე - რადიკალური ოპოზიციის ერთადერთი მიზანია, რამენაირად დააზიანოს ამ ქვეყნის ინტერესები, ისინი თავს ესხმიან ყველა ქვეყანას, პოლიტიკოსს, რომელიც იცავს ქართველი ხალხის ინტერესებს
ირაკლი კობახიძე - რადიკალური ოპოზიციის ერთადერთი მიზანია, რამენაირად დააზიანოს ამ ქვეყნის ინტერესები, ისინი თავს ესხმიან ყველა ქვეყანას, პოლიტიკოსს, რომელიც იცავს ქართველი ხალხის ინტერესებს

პირდაპირ ვხედავთ ერთ რამეს, საქართველოში არის რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი, რამენაირად დააზიანოს ამ ქვეყნის ინტერესები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ ესხმიან თავს ოპონენტები იმ ქვეყნებს, რომელთაც დაბლოკეს გადაწყვეტილება ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, პრემიერმა აღნიშნა, რომ ოპონენტებს აღიზიანებთ ყველაფერი, რაც შეესაბამება ქართველი ხალხის ინტერესებს.

„შესაბამისად, ისინი თავს ესხმიან ყველა ქვეყანას, ყველა პოლიტიკოსს, რომელიც იცავს სწორედ ქართველი ხალხის ინტერესებს. პირდაპირ არის მათი ინტერესები წინააღმდეგობაში ქართველი ხალხის ინტერესებთან. აქედან გამომდინარე, თავდასხმები, რასაც  ვხედავთ კონკრეტული ევროპული ქვეყნების მიმართ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ევროპელი პოლიტიკოსების მიმართ, არის აბსოლუტურად ლოგიკური. მათ აღიზიანებთ ყველაფერი, რაც ქართველი ხალხის ინტერესებს შეესაბამება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.