ირაკლი კობახიძე - რადიკალური ოპოზიციის ე.წ. ბოიკოტის ერთადერთი მიზანია ურესურსობა, მათ არც პოლიტიკური და არც ინტელექტუალური რესურსი არ აქვთ, საპარლამენტო განხილვებში ეფექტურად ჩაერთონ
ირაკლი კობახიძე - რადიკალური ოპოზიციის ე.წ. ბოიკოტის ერთადერთი მიზანია ურესურსობა, მათ არც პოლიტიკური და არც ინტელექტუალური რესურსი არ აქვთ, საპარლამენტო განხილვებში ეფექტურად ჩაერთონ

ე.წ. ბოიკოტის ერთადერთი მიზანია მათი ურესურსობა, არც ინტელექტუალური და არც პოლიტიკური რესურსი არ აქვთ, საპარლამენტო განხილვებში ეფექტურად ჩაერთონ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიცია არათანმიმდევრულია, რაც მათი სისუსტის გამოვლინებაა.

„რადიკალური ოპოზიცია უკიდურესად დასუსტებულია და ისინი ავლენენ არათანმიმდევრულობას, რაც ძალიან კარგია. თუ ასე მოქმედებას გააგრძელებენ, უფრო მეტად დაკარგავენ იმ რეიტინგს, რაც ისედაც დაკარგული აქვთ. ბოიკოტი თუ ცხადდება, უნდა იყოს თანმიმდევრული. სინამდვილეში, ე.წ. ბოიკოტის ერთადერთი მიზანია მათი ურესურსობა, მათ არც ინტელექტუალური და არც პოლიტიკური რესურსი არ აქვთ, საპარლამენტო განხილვებში ეფექტურად ჩაერთონ და ეს არის მათი ე.წ. ბოიკოტის არათანმიმდევრულობის მიზეზი“, – განაცხადა კობახიძემ.